ფეხბურთი

0:14 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" ფარერელებს შეხვდება

გაირკვა თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე – ფარერის კუნძულების "სტრეიმური". კუნძულელებს I ეტაპზე ანდორის "ლუზიტანოსთან" სტუმრად 2:2 ჰქონდათ ნათამაშევი, შინ კი 5:1 იმარჯვეს.

გოლები: 1:0 არნბიორნ ჰანსენი (3), 2:0 ლევი ჰანსენი (18), 2:1 ლუის დოს რეისი (66), 3:1 ზახარიასენი (72), 4:1 ლევი ჰანსენი (85), 5:1 ლეიფ ჰანსენი (90).

ანდორელებს 55-ე წუთზე კაცი გაუძევეს, ხოლო 84-ე წუთზე ლევი ჰანსენმა პენალტი ვერ გამოიყენა – მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ისევ ლევი ჰანსენმა იმარჯვა.

"დინამო" "სტრეიმურთან" პირველ მატჩს შინ 16 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი – 23 ივლისს. "სტრეიმური" ქვეყნის 2-გზის ჩემპიონი, 4-გზის თასის და 3-გზის სუპერთასის მფლობელია. ამ კლუბის სტადიონი, ისევე როგორც ფარერული გუნდების უმეტესობისა, საინტერესო ადგილზეა გაშენებული. ფოტოზე თავად ნახავთ...

0.115923