ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
გოგონათა შორის 7-დან 5.5 ქულით დამაჯერებლად იპირველა მარიამ ჯანიაშვილმა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა დალი ნანეიშვილმა. 4.5 ქულით 3-4 ადგილები გაიყვეს და შესაბამისად განაწილდნენ: 3. მარიამ ჯავახიშვილი, 4. ანი ჩხაიძე.
ამავე ასაკის ბიჭებში ასევე ერთპიროვნულად გაიმარჯვა ნიკა ცომაიამ. ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ ცოტნე მამულაშვილი და კოკა ბუკია.