8-დან 17 სექტემბრის ჩათვლით, თბილისი ჭადრაკში მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენის, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს უმასპინძლებს.
აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ლარს შეადგენს. ასპარეზობას ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის, თბილისის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს. ასპარეზობა ჩატარდება როგორც დიდებს, ასევე პატარებს შორის.