თამაშგარე

16:18 | 16.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

თავზე პარაშუტიანი კაცი დაეცა

კრახით დამთავრებული, პარაშუტით დაშვების უამრავი სცენა გვინახავს, მაგრამ ფეხბურთის მოედანზე, თამაშის პროცესში პარაშუტით მხტომელის მიერ გათიშულ თავდამსხმელს ყოველდღე ვერ ვნახავთ - საკმაოდ იშვიათი სცენაა.
ორშაბათს, სამხრეთ ამერიკაში პარაშუტით მხტომელმა, სისლემა მერელომ დაშვება იქ ვერ შეძლო, სადაც გეგმავდა - „სულ ცოტათი“ აცდა მიზანს, თუმცა, გასართობად დაქირავებულ ექსტრემალს შოუ მაინც გამოუვიდა. პირველ დივიზიონში საფეხბურთო მატჩისთვის გახურებისას, „ლდუ-კიტოს“ თავდამსხმელი, კლაუდიო ბილერი, რომელსაც „გუაიაკილ ბარსელონასთან“ შეხვედრა ელოდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ უეცრად, შეიძლებოდა, ციდან ჩამოვარდნილი კაცი მხრებზე შეჯდომოდა.
ფეხბურთელი, რა თქმა უნდა  არ გაუბედნიერებია მომხდარ ფაქტს, მაგრამ უბედურების მიზეზი პარაშუტით მხტომელს უფრო მიეცა, რადგან მის არასწორ დაშვებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა...
 

ვიდეო

0.169945