დიღმის ძიუდოს აკადემიაში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დღეს მედლები ბოლო-სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 84 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, დავით მარსაგიშვილმა მოიპოვა. ფინალში მან ბექა ჭელიძეს მოუგო. 96 კილოგრამის დასკვნით შეხვედრაში ბელდუხ გავაშელიშვილმა ელიზბარ ოდიკაძეს დაძაბულ, თუმც 2-პერიოდიან ბრძოლაში აჯობა. მძიმე წონაში კი, ასევე 2-პერიოდიან გადამწყვეტ შეხვედრაში დავით მოძმანაშვილმა ლევან ბერიანიძე დაამარცხა.
თავისუფალი ჭიდაობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი. 26 ნოემბერი
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
2 ბექა ჭელიძე (აჭარა)
3 არჩილ ქიტიაშვილი (გურჯაანი)
3 ირაკლი მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
96 კგ
1 ბელდუხ გავაშელიშვილი (თბილისი)
2 ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
3 დავით ქერაშვილი (სტეფანწმინდა)
3 ლერი ქეთიშვილი (თბილისი)
120 კგ
1 დავით მოძმანაშვილი (თბილისი)
2 ლევან ბერიანიძე (თბილისი)
3 გიორგი საკანდელიძე (თბილისი)
3 გიორგი ნიკურაძე (თბილისი)
ოთარ მაღლაკელიძე