ჭიდაობა

12:30 | 5.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა პირველი დღე უმედლოდ ჩაამთავრეს

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ორდღიან საერთაშორისო ტურნირზე, გუშინ ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ჭიდაობაა და რა გასაკვირია, ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება არც ამჯერად რომ არ გახსენებიათ. საჭიდაო ვებ-გვერდებზე მხოლოდ ტექნიკური შედეგები დაიდო და ისიც გვარიანი დაგვიანებით.
 საქართველოს ნაკრების წევრები კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ, მაგრამ კონკრეტულად რომელ მეტოქეებთან დამარცხდნენ, ჯერ არსად თქმულა და დაწერილა. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ხალიჩაზე გივი დავიდოვი, გიორგი ედიშერაშვილი (ორივე 55 კგ), გიორგი ბალიაშვილი, ბექა ლომთაძე (60 კგ), ილია ხუციშვილი და დავით ბერძნიშვილი (66 კგ) უნდა გასულიყვნენ. 74 კილოგრამში კი, ქართული განაცხადი თავისუფალი იყო.
დღეს მედლები 84, 96 და 120 კილოგრამებში გათამაშდება. საქმეში არჩილ ქიტიაშვილი, ირაკლი მარსაგიშვილი (84 კგ), ლერი ქეთიშვილი (96 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ჩაერთვებიან.

ოთარ მაღლაკელიძე

0.131655