ჭიდაობა

23:58 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა 5 მედლით დაიწყეს

სომხეთის ქალაქ ვანაძორში, დღეს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მსოფლიოს ჩემპიონ სტეპან სარგისიანის მემორიალი დაიწყო. ტურნირზე საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით გამოდის. პირველი დღის შემდეგ, რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (120 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ფინალში დამარცხდა. ლევან ქელეხსაშვილმა (66 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) კი მესამე ადგილები დაიკავეს.

ხვალ, მედლები 60,74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ), იაკობ მაქარაშვილი, გიორგი სანოძე (ორივე 74 კგ), დავით ქერაშვილი, ომარ გუსოშვილი და ზურაბ ახობაძე (სამივე 96 კგ) იჭიდავებენ.

 ოთარ მაღლაკელიძე

0.110589