ჭიდაობა

15:25 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა 4 წონით დაიწყეს

 

დღეს, გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სკოლის დარბაზში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონთა თასის გათამაშება დაიწყო და უკვე პირველი მედალოსნებიც გამოვლინდნენ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემადგენლობის დასაკომპლექტებელ შიდა ტურნირში ხალიჩა 57, 65, 74 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე თავისუფალი სტილის მიმდევრებს დაეთმოთ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრების შემდეგ ბრინჯაოს პრიზიორების ვინაობა ოთხივე წონაში გაირკვა. 16:30-ზე ტურნირის საზეიმო გახსნა შედგება, რომლის დასრულებისთანავე ფინალები გაიმართება.

 

57 კგ

ფინალი

ოთარ გოგავა (ხონი) – გიორგი ლეჟავა (სამტრედია)

 

ბრინჯაოს პრიზიორები

თეიმურაზ ქასოშვილი (რუსთავი)

ბექა ბუჯიაშვილი (გორი)

 

65 კგ

ფინალი

მალხაზ ზარქუა (აჭარა) – კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)

 

ბრინჯაოს პრიზიორები

კახა ელბაქიძე (გორი)

რამაზ ზოიძე (აჭარა)

 

74 კგ

ფინალი

ჯუმბერ ყველაშვილი (გორი) – ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)

 

ბრინჯაოს პრიზიორები

ირაკლი გოგობერიშვილი (ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)

მარად ზოიძე (აჭარა)

 

97 კგ

ფინალი

ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი) – თედორე ებანოიძე (ხარაგაული)

 

ბრინჯაოს პრიზიორები

თორნიკე ხიდაშელი (გამარჯვება)

ზვიად მეტრეველი (ონი)

0.126783