ჭიდაობა

10:43 | 22.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების საპრიზო დუბლი

55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბესიკ გუჩაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 20-21 თებერვალს, კიევში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე კვარცხლბეკზე ავიდნენ. უკრაინული ჭიდაობის ვარსკვლავების სახელობის ტურნირზე საქართველოს ნაკრები 7-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა და სამეულში შესვლა მხოლოდ გუნდის უმსუბუქესმა წევრებმა მოახერხეს.
უკვე დიდი ხნის ტრადიციაა, ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირები ისე ტარდება, ინტერნეტში ოფიციალური ინფორმაცია ოპერატიულად არ ვრცელდება. ერთ-ერთმა უკრაინულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა მხოლოდ ჩემპიონ-პრიზიორების სია ჩამოწერა, რომლის თანახმადაც, გუჩაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხინჩეგაშვილი კი - ბრინჯაოს. ამათ გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ კიევში მალხაზ ზარქუა (60 კგ), ოთარ თუშიშვილი (66 კგ), გელა საღირაშვილი (74 კგ), არჩილ ქიტიაშვილი (84 კგ) და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) იახლა. თურმანიძემ “მსოფლიო სპორტისთვის” კიევში გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუშიშვილს სავარაუდოდ წონას არ დააკლებინებდა და ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 74 კილოგრამში აჭიდავებდა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.119761