ჭიდაობა

22:44 | 26.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლები ყაზახეთსა და ჩეჩნეთში ყოჩაღობენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყაზახეთის ქალაქ თარაზში ჩატარებულ ორდღიან საერთაშორისო ტურნირზე – დინმუხამედ კუნაევის მემორიალზე წარმატებულად გამოვიდა. ქართული შემადგენლობის ხუთი წევრიდან სამმა ფინალში იჭიდავა.

დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და ომარ გუსოშვილი (96 კგ) ჩემპიონები გახდნენ. ოქროს გზაზე ორივემ ოთხ-ოთხი შეხვედრა მოიგო. იაკობ მაქარაშვილმა (74 კგ) კი ოთხი ბრძოლიდან სამში იმარჯვა და ვერცხლის მედალი აიღო. საპრიზო სამეულს მიღმა ქართული გუნდის წევრთაგან მხოლოდ გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და გიორგი ლობჟანიძე (66 კგ) დარჩნენ.

კუნაევის მემორიალის პარალელურად გროზნოში რამზან კადიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი მასზეც მონაწილეობს. დღეს საქმეში მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი (ორივე  60 კგ), დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე (120 კგ) ჩაერთნენ. მოძმანაშვილმა ოთხი მეტოქე ადვილად ჩამოიშორა და ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ზარქუა, ქურდიანი და საკანდელიძე შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ.

0.122088