საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 2012 წლის სეზონისთვის მზადებას შეუდგა. საქართველოს ახალი ჩემპიონ-პრიზიორებით დაკომპლექტებული გუნდი დღეს დუშეთში შეიკრიბა და ოლიმპიურ ბაზაზე ორი კვირა დარჩება. გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს 66 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ლიდერი ოთარ თუშიშვილი, რომელიც საქართველოს პირველობაზე მიღებული ტრავმის გამო ხალიჩას ნაახალწლევს დაუბრუნდება.
რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, გაფართოებული შემადგენლობა 12 დღეში დაკომპლექტდება. 23-25 დეკემბერს სპორტკომპლექსი “არენა” საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე