საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ბაქოში ჩატარებულ მუშვან ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 6 მედალი მოიპოვა. მთავარმა მწვრთნელმა, თამაზ ბენდიანიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში გაფართოებული შემადგენლობა ჩაიყვანა. ხალიჩაზე 20-მდე ქართველი გავიდა და მათგან საუკეთესო შედეგი 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილმა აჩვენა – ჩემპიონი გახდა. რამაზ ზოიძე (42 კგ) და ბექა როჭიკაშვილი (85 კგ) მხოლოდ გადამწყვეტ შეხვედრებში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. ტაიფუნ აბდულაევი (42 კგ), რამაზ დარჩიძე (46 კგ) და ომარ ქურიძე (63 კგ) კი, ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე