ფეხბურთი

22:33 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტავეკიო: “კონტე ღირსეული კანდიდატია”

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი კარლო ტავეკიო აღიარებს, რომ მან ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.

მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტემ “იუვენტუსი” დატოვა, 45 წლის სპეციალისტი იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუკავშირეს და როგორც ჩანს, მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.

“სამუშაო დღე 7 საათზე დავიწყე. კონტეს და კიდევ 3-4 ადამიანს ვესაუბრე. სათქმელი, ჯერჯერობით, არაფერი მაქვს, მაგრამ კონტე ღირსეული კანდიდატია. იქნება ის იტალიელებისთვის კარგი საჩუქარი? რა თქმა უნდა, კი.” – აცხადებს ტავეკიო.

0.113207