თამაშგარე

10:37 | 31.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატუ, რომელიც წარსულს გვასხენებს

სხეულზე ამოსვირინგებული ტატუს მოყვარულებს მუდმივი ტატუირების გაკეთებას ამ საქმის სპეციალისტები როგორც წესი არ ურჩევენ. ადამიანს შეიძლება უცებ შეეცვალოს გემოვნება და კონკრეტული ტატუს გაკეთების გამო, ბევრი ინანოს. ამიტომ, ე.წ. დროებითი ტატუ, როგორც წესი, უფრო პრაქტიკულია და მისაღები.
საფეხბურთო გემოვნება ხშირად რომ ეცვლებათ და დღეს ერთ გუნდს ქომაგობენ, ხვალ კი მეორეს, ასეთი ადამიანები ესპანეთშიც ბევრი ყოფილა. ესპანური გამოცემა ”დონ ბალონი” გვიამბობს 22 წლის მალიორკელ ლუის მესატიაზე, რომელიც შარშან ”ბარსელონას” ქომაგი იყო, მაგრამ წელს გადაწყვეტილება შეიცვალა.
ლუისი ამჟამად კატალონიური გრანდის მოსისხლე მტერს, მადრიდის ”რეალს” ქომაგობს. მაგრამ ვერაფერს უხერხებს ორი წლის წინათ ბეჭებზე მუდმივი ტატუს სახით ამოსვირინგებულ ”ბარსას” ემბლემას. მუდმივი ტატუს სხეულიდან მოშორება ძალიან რთული რამაა, თუმცა ლუის მესატია იმედოვნებს, რომ სვირინგს მოიშორებს და კატალონიურ კლუბს სამუდამოდ დაივიწყებს.
 

0.137897