ჩოგბურთი

1:58 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს ტაი-ბრეიკებზე არ გაუმართლა

 

ანა ტატიშვილი ცინცინატის ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 369 00 დოლარი) პირველ რაუნდში მსოფლიოს მე-16 ჩოგან რუს მარია კირილენკოს თითქმის 3 საათი ებრძოლა, თუმცა, საწყის სეტში გამარჯვების მიუხედავად, მარცხი განიცადა – 6:4, 6:7 (4:7), 6:7 (4:7).

ანგარიშიდანაც სჩანს, რომ ქართველი ჩოგბურთელი უშანსოდ არ ყოფილა და მეტოქეზე მეტი ბრეიკიც (4:3) მიითვალა, თუმცა, ტაი-ბრეიკებზე კირილენკოს გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. ისიც ვთქვათ, რომ ტატიშვილმა მისთვის უჩველოდ ბევრი 8 ეისი ჩააწოდა და 6 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

0.114742