ჩოგბურთი

14:57 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს ფლორიდაში ტიტულამდე ერთი მოგება რჩება

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი წლეულს პირველი ტურნირის მოგებასთან ახლოსაა. ქართველი ჩოგბურთელი ფლორიდაში დეიტონა ბიჩის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველ ნომრად გახლდათა განთესილი და აკი, ფინალში გასვლაც მოახერხა.

ტატიშვილი საწყის რაუნდში ბულგარელ დია ევტიმოვას 5:0-ს უგებდა, როდესაც მისმა მეტოქემ თამაში შეწყვიტა, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ამერიკელებს – ეიჟა მუჰამადს და ტეილორ ტაუნსენდს, შესაბამისად, 6:0, 6:4 და 7:5, 6:1 სძლია, ნახევარფინალში კი გერმანელ კაიტლინ სიეგემუნდს მოუგო – 2:6, 6:3, 6:2.

ფინალში ანას მეტოქე მე-4 განთესვის მქონე ამერიკელი ელი კიკი იქნება, რომელმაც გზიდან უნგრელი რეკ-ლუკა იანი, სერბი ტეოდორა მირჩიჩი, კანადელი სტეფანი დიუბუა (მე-6) და რუმინელი კრისტინა დინუ (მე-8) ჩამოიცილა.

ცნობისთვის, დეიტონა ბიჩის ტურნირის ფინალში გასვლის წყალობით, ტატიშვილმა 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ჩემპიონობის შემთხვევაში კი მარაგს 50 ქულით გაიმდიდრებს. ამჟამად, ანა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 499 ქულით 126-ე ადგილზე იმყოფება.

0.112138