ჩოგბურთი

14:56 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს ასეულამდე 2 ადგილი აშორებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და მოწინავე ასეულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ანას აქტივში 609 ქულაა და იგი 102-ე ადგილზე იმყოფება.

ტატიშვილის ჩათვლით, განახლებულ კლასიფიკაციაში 8 ქართველი ჩოგბურთელია: 102 (104). ანა ტატიშვილი – 609 ქულა; 215 (217). სოფო შაფათავა – 269; 303 (313). ოქსანა კალაშნიკოვა – 153; 377 (378). ეკატერინე გორგოძე – 108; 453 (453). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 81; 639 (640). სოფო ქვაცაბაია – 41; 1197 (1194). მარიამ ბოლქვაძე – 5; 1251 (1243). თამარ ჭალაგანიძე – 3;

წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ოქსანა კალაშნიკოვას გააჩნია. იგი 1777 ქულით 51-ე საფეხურზე იმყოფება, ტატიშვილი 1175 ქულით 72-ეა, ხოლო შაფათავას 415 ქულით 161-ე ადგილი უკავია.

 

0.114976