ერთეულთა თანრიგის კვალად, ანა ტატიშვილმა შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშებაშიც წარმატებული სტარტი აიღო.
მე-4 განთესვის მქონე ტატიშვილს და უკრაინელ ირინა ბურიაჩოკს ლატვიურ-ბრიტანულ დუეტთან (დიანა მარცინკევიჩა-ნიკოლა სლეიტერი) არანაირი პრობლემა არ შექმნიათ და 6:1, 6:3 იმარჯვეს.
მეოთხედფინალში ანას და ირინას მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა და ის რუმინულ-იტალიურ (დულგერუ-პენეტა) და ჰოლანდიურ წყვილებს (ჰოგენკამპი-კერკჰოვე) შორის უმჯობესი იქნება.
ცნობისთვის, პირველი რაუნდის დაძლევისთვის ტატიშვილმა და ბურიაჩოკმა 70 სარეიტინგო ქულა მიიღეს, კიდევ ერთ წრის გავლა კი მათ 130 ქულას მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის საწყის შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა 16 წლის შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი 2:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და ხვალ “კოლექტორ სვედიშ ოუფენზე” პირველ ნომრად განთესილ სერენა უილიამსს (აშშ) ეთამაშება.