ჩოგბურთი

2:28 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა თამაში ვერ დაასრულა

ქართველი ჩოგბურთელის ანა ტატიშვილის წარმატებული სერია კაპტივა აილენდის 50-ათასიან ტურნირზე შეწყდა. შეგახსენებთ, რომ ანა ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკულ შეჯიბრებებზე შედეგიანად ირჯებოდა, ამჯერად კი, ტრავმამ ასპარეზობის ნაადრევად დასრულება აიძულა.

ტატიშვილი კაპტივა აილენდზე მე-5 ნომრად გახლდათ განთესილი და პირველ რაუნდში არცთუ ძლიერი მეტოქე – “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელი ჯულია ბოსერუპი ჰყავდა. ანას პირველ სეტში სეტპოინტიც ჰქონდა, თუმცა, 5:7 წააგო და როდესაც მე-2 სეტში 0:3 ჩამორჩა, ხელის ტკივილის გამო, თამაშის შეწყვეტა არჩია.

0.115158