ანა ტატიშვილმა როკ ჰილის 25-ათასიანი ტურნირის მერევდფინალში ვენესუელის წარმომადგენელი ადრიანა პერესი 6:4, 6:2 დაამარცხა და მომდევნო რაუნდში გააღწია. მე-5 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში მე-4 რეიტნგის მქონე ამერიკელ მედისონ ბრენგლეს და იაპონელ ნაომი ოსაკას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში ასევე 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო სოფო შაფათავა. მე-3 განთესვის მქონე ქართველმა გოგონამ საწყის რაუნდში მასპინძელ ემი მუტაგუჩის 6:3, 6:1 მოუგო, ხოლო მერვედფინალში კიდევ ერთ იაპონელ ნაო ჰიბინოსთან 3:6, 7:5, 0:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში შაფათავამ და შვეიცარიელმა ბელინდა ბენჩიჩმა იაპონელებს – მორის და ონიშის 2:6, 6:0, 10:0 სძლიეს და მეოთხედფინალში პირველი განთესვის მქონე მასპინძლებს – მიამურას და ომაეს დაუპირისპირდებიან.