ჩოგბურთი

0:40 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა პირველი რაუნდი იოლად დასძლია

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ფლორიდაში დეიტონა ბიჩის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ჩაერთო და პირველი რაუნდი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დასძლია.

პირველ ნომრად განთესილი ტატიშვილი საწყის წრეში ბულგარელ დია ევტიმოვას 5:0-ს უგებდა, როდესაც მისმა მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ამერიკელი ეიჟა მუჰამადი იქნება, რომელმაც კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა (მათ შორის უკრაინის სახელით მოასპარეზე ოლეკსანდრა კორაშვილთან), ძირითად ბადეში კი ბულგარელ ელიცა კოსტოვას 6:3, 4:6, 6:1 მოუგო.

აქვე დავძენთ, რომ დეიტონა ბიჩის საკვალიფიკაციო ბადის დაძლევას ქართველი თამარ ჭალაგანიძეც ცდილობდა, თუმცა, პირველივე შეხვედრაში ამერიკელ ელი ვილთან 1:6, 2:6 დამარცხდა.

0.121743