ჩოგბურთი

10:14 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა კვებეკში წყვილებში იმარჯვა

 ანა ტატიშვილი კანადის ქალაქ კვებეკ სიტის ტურნირზე მონაწილეობს და ერთეულთა შეჯიბრებაზე პირველ შეხვედრას შეჯიბრებაზე მესამე ნომრად განთესილ ჩეხ ლუსი შაფარჟოვას შეხვდება. ეს დაპირისპირება დღეს მოგვიანებით ჩატარდება, მანამდე კი ანამ წყვილთა მატჩი მოიგო.

კვებეკ სიტიში 23 წლის ტატიშვილი ამერიკელ თანატოლს ირინა ფალკონის შეუწყვილდა. სასტარტო შეხვედრაში ქართულ-ამერიკულმა დუეტმა 34 წლის კოლუმბიელის კატალინა კასტანოსა და 31 წლის ხორვატი მირიანა ლუჩიჩ-ბარონის ტანდემს 7:6, 6:4 მოუგო.

0.117428