ჩოგბურთი

22:52 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა ისევ დამაჯერებლად იმარჯვა

ანა ტატიშვილი ამერიკულ ტურნირებზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ფლორენსის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ასპარეზობს და მე-2 წრეა, მეტოქეებს შანსს არ უტოვებს.

მე-4 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა საწყის რაუნდში ამერიკელი ჩალენა შოლი 6:0, 6:1 გაანადგურა, დღეს კი კიდევ ერთ მასპინძელ ჯოსი კულმანს ერთით მეტი გეიმი დაუთმო – 6:1, 6:1.

მეოთხედფინალში ანას მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი კოლუმბიელი კატალინა კასტანო იქნება, რომელმაც ამერიკელ ჟაკლინ ჩაკოს აჯობა – 6:2, 6:1.

საინტერესოა, რომ ტურნირს უკვე გამოეთიშა პირველ ნომრად განთესილი კოლუმბიელი მარიანა დუკუე-მარინო. ამ უკანასკნელმა გასულ კვირაში ტატიშვილს როკ ჰილის ტურნირის ფინალში აჯობა. ამგვარად, ქართველ ჩოგბურთელს ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი მოაკლდა.

0.117589