ჩოგბურთი

15:58 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა აკაპულკოში პირველივე მატჩი დათმო

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი მექსიკაში აკაპულკოს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ჩაერთო, თუმცა საკვალიფიკაციო ბადეში პირველივე მატჩი წააგო.

მე-7 ნომრად განთესილი ტატიშვილი საწყის რაუნდში ფრანგ ამანდინ ჰესეს დაუპირისპირდა, რომელიც ტურნირზე ბოლო წამს მოხვდა, თუმცა, ანას დამარცხება მაინც მოახერხა – 6:2, 7:6 (7:2).

წარმატებულ კვირა ჰქონდა ვაჟთა შორის საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელმაც ასტანას 75-ათასიანი ჩელენჯერის ნახევარფინალში გააღწია და იქ მომავალ ჩემპიონ ანდრეი გოლუბევთან 6:3, 2:6, 1:6 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ნომრად განთესილმა ყაზახმა ჩოგბურთელმა მთელს ტურნირზე ერთადერთი სეტი სწორედ ბასილაშვილთან წააგო. ნიკოლოზმა ასტანაში 38 სარეიტინგო ქულა შეიმატა და კლასიფიკაციაში საგრძნობი წინსვლა ელის.

ანტალიაში 10-ათასიანი ტურნირის მოგება მოახერხა სოფო ქვაცაბაიას და პია კიონიგის დუეტმა. მე-3 ნომრად განთესილი ქართულ-ავსტრიული წყვილი ფინალში ჩინელებს – იიჰონგ ლის და ჟაოქსუან იანგის დუეტს 2:1-ს უგებდა, როდესაც მეტოქეებმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.

0.12406