ჩოგბურთი

0:55 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა 14 ორმაგის მიუხედავად იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-4 ნომრად განთესილ ამერიკელ მარია სანჩესს 6:4, 7:6 (7:2) სძლია და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ანამ 7 ბრეიკ-პოინტი მიითვალა და ალბათ, გაცილებით იოლად მოიგებდა, ერთბაშად 14 (!) ორმაგი შეცდომა რომ არ დაეშვა. სწორედ ამის გამოისობით, ქართველმა გოგონამ საკუთარი მოწოდება 6-ჯერ დათმო.

უკვე ცნობილია, რომ მე-2 რაუნდში ტატიშვილის მეტოქე ავსტრიელი ტამირა პაშეკი იქნება. ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში ავსტრალიელ ალისია როგოლსკას 6:1, 1:6, 6:3 მოუგო. საინტერესოა, რომ ამ მატჩში მოწინააღმდეგეებმა 10-10 ორმაგი შეცდომა დაუშვეს.

ცნობისთვის, წყვილთა ტურნირში ტატიშვილი და ამერიკელი ირინა ფალკონი პირველ ნომრად არიან განთესილნი და მერვედფინალში ამერიკულ დუეტს (ჰსუ-მელიჩარი) გაეჯიბრებიან.

0.115102