ქართველი ანა ტატიშვილის და ბრიტანელი ჰიზერ უოტსონის წყვილმა მიდლენდის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარი გახლდათ.
ტატიშვილის და უოტსონის დუეტი DOW CORNING TENNIS CLASSIC-ზე მე-4 ნომრად იყო განთესილი და ჩემპიონობისთვის 4 მატჩის მოგება დასჭირდა.
ანამ და ჰიზერმა ნახევარფინალში ამერიკელები – ნიკოლ მელიჩარი და ნატალი პლუსკოტა 6:1, 6:4 დაამარცხეს, ფინალში კი მე-2 რეიტინგის მქონე კანადურ-ამერიკულ წყვილს (შერონ ფიჩმანი-მარია სანჩესი) 7:5, 5:7, 10:6 სძლიეს.
მიდლენდის ტურნირის მოგების წყალობით, ტატიშვილმა და უოტსონმა რეიტინგს 140-140 ქულა შესძინეს.
ისიც ვთქვათ, რომ ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ერთეულთა შეჯიბრის ფინალში რუსი კსენია პერვაკი 6:4, 6:0 დაამარცხა, ამდენად, მისთვის, მიჩიგანური ტურნირი ორმაგად წარმატებული გამოდგა.