ჩოგბურთი

0:56 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილის წყვილი ტიტული

ანა ტატიშვილმა მორიგ ამერიკულ ტურნირზე იმარჯვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიუ ბრაუნფელსში გამართულ შეჯიბრზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) 5 მატჩი მოიგო და 70 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მე-6 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელ ელიცა კოსტოვას შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში 6:4, 6:4 იმარჯვა, სულ კი ტურნირზე ერთადერთი სეტი დათმო.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელს 421 ქულით 147-ე ადგილი უკავია, მორიგი წარმატება კი მას მოწინავე ასეულს მიაახლოვებს.

ცნობისთვის, ტატიშვილის მორიგი ტურნირიც შტატებში ელის. კაპტივა აილენდის 50-ათასიან ტურნირზე ანა სავარაუდოდ მე-7 ნომრად იქნება განთესილი.

ისიც ვთქვათ, რომ ნიუ ბრაუნფელსში გამართული ფინალის კვალად, ტატიშვილი კორტზე წყვილთა გათამაშების გადამწყვეტ მატჩშიც გავიდა და იქაც წარმატებას მიაღწია. პირველ ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი და კოკო ვანდევეიგე ამერიკელებს – ეიჟა მუჰამადს და ტეილორ თაუნსენდს (მე-2 განთესვა) დაუპირისპირდნენ და 3:6, 6:3, 13:11 იმარჯვეს.

0.114007