ჩოგბურთი

15:53 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილის მნიშვნელოვანი კვირა

ანა ტატიშვილისთვის მორიგი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ჩოგბურთელს აშშ-ს ღია პირველობაზე შარშან გამომუშავებული 280 ქულა აქვს დასაცავი და თუკი ეს ვერ მოახერხა, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში სოლიდური უკუსვლა ელის.

განახლებულ კლასიფიკაციაში ტატიშვილს 584 ქულით 115-ე ადგილი უკავია, რთული მისიის შერულებას კი ხვალიდან დაიწყებს, როდესაც ნიუ იორკული სლემ-ტურნირის პირველ რაუნდში ფავორიტად შერაცხულ სერბ ანა ივანოვიჩს ეთამაშება.

115 (115). ანა ტატიშვილი – 584 ქულა; 277 (277). ოქსანა კალაშნიკოვა – 179; 278 (278). სოფო შაფათავა – 179; 434 (432). მაკა ჩახნაშვილი – 83; 510 (523). ეკატერინე გორგოძე – 58; 558 (561). სოფო ქვაცაბაია – 50.

სანკტ-პეტერბურგის ტურნირის ფინალში თამაშის შემდეგ, ყაზანში გადაინაცვლა სოფო შაფათავამ, სადაც 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მე-5 ნომრად განთესილ უკრაინელ ლიუდმილა კიჩენოკს ეთამაშება. წყვილებში შაფათავა და რუსი იულია კალაბინა უზბეკ ხაბიბულინას და უკრაინელ ვასილიევას გაეჯიბრებიან.

იტალიურ ბაგნატიკაში 10-ათასიან ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილი მაკა ჩახნაშვილი მასპინძელ ვერა პლონერს დაუპირისპირდება, ხოლო ანტალიაში ასეთივე საპრიზო ფონდის მქონე შეჯიბრის საკვალიფიკაციო ბადეში მარიამ ბოლქვაძემ რუს იულია ბრიზგალოვას 6:4 6:0 სძლია და ახლა, კიდევ ერთ რუს ვიკტორია სლავინასთან ჭიდილი ელის.

0.114466