ჩოგბურთი

14:15 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილის მარცხი ბრისბენში

ანა ტატიშვილისთვის ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა ბრისბენის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი მილიონი დოლარი) პირველივე საკვალიფიკაციო მატჩში მარცხი განიცადა.

ავსტრალიური შეჯიბრის საწყის შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი მასპინძელ ანასტასია როდიონოვას დაუპირისპირდა და 2:6, 2:6 დამარცხდა. ტატიშვილს ეისი არ მოუწოდებია, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქის მოწოდება არ მოუგია, თავად კი მოწოდება 4-ჯერ დათმო.

0.139132