საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის წრეში დიდი ბრძოლა გადაიტანა და მატჩში, რომელიც ზუსტად ორ საათს გაგრძელდა, კანადელი ალეკსანდრა ვოზნიაკი 3:6, 6:2, 6:4 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტატიშვილი პირველი სეტის წაგების შემდეგ მეტოქეს მე-2 სეტში 0:2 ჩამორჩა, თუმცა, შემდეგ მიჯრით ექვსი გეიმი მოიგო და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მიიყვანა, სადაც ასევე კანადელზე უკეთ გამოიყურებოდა.
გასულ შეხვედრაში მოწინააღმდეგეებს პირველ მოწოდებაზე საოცარი მაჩვენებლები ჰქონდათ: ვოზნიაკის – 96%, ხოლო ტატიშვილს საერთოდაც – 99%. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ანამ 80-დან 79 შემთხვევაში ბურთი პირველ ჯერზევე მოაწოდა და მე-2 მოწოდება მხოლოდ ერთხელ (!) დასჭირდა.
ქართველ ჩოგბურთელს ეისი არ მოუწოდებია, ის ერთადერთი მე-2 მოწოდებაც მოიგო და ცხადია, ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, პირველ მოწოდებაზე კი ბურთების 59% (47 79-დან) მოიგო.
ტატიშვილმა 10-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო ვოზნიაკიმ 8-დან 4 ბრეიკი მიითვალა. ჯამში ანამ კანადელზე 14-ით მეტ გათამაშებაში იმარჯვა – 93:79.
ამ გამარჯვების წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 20 სარეიტინგო ქულა მიიღო, მე-2 რაუნდში კი რუს ეკატერინა ბიჩკოვასთან თამაში