ჩოგბურთი

23:14 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ნახევარფინალშია

ანა ტატიშვილი მიჯრით მე-2 ამერიკული ტურნირის მოგებისკენ დამაჯერებლად მიიწევს. ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში მაკონის 25-ათასიან ტურნირზე იმარჯვა, ამჯერად კი, როკ ჰილის ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე შეჯიბრში ნახევარფინალურ ეტაპს უწია.

მე-5 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა მეოთხედფინალში მე-4 რეიტინგის მქონე ამერიკელი მედისონ ბრენგლე 6:2, 1:6, 6:0 დაამარცხა, შემდეგ წრეში კი კიდევ ერთ მასპინძელ ეიჟა მუჰამადს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა ფავორიტად მიჩნეულ თანამემამულე ნიკოლ გიბსს 4:6, 6:3, 6:4 სძლია.

მე-2 ნახევარფინალში პირველ ნომრად განთესილი კოლუმბიელი მარიანა დუკუე-მარინო და მე-3 რეიტინგის მქონე ამერიკელი მელანი ოუდინი ითამაშებენ.

ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში ყაზახი ასია დაირი 6:3, 6:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ პირველ ნომრად განთესილ რუმინელ ანა ბოგდანთან 5:7, 4:6 წააგო.

0.121194