ჩოგბურთი

22:34 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი წყვილთა ტურნირის ნახევარფინალშია

 

ანა ტატიშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა, წყვილებში კი ნახევარფინალში გასვლა შესძლო.

ტატიშვილის და რუსი ნინა ბრატჩიკოვას დუეტი მეოთხედფინალში უნგრელთა წყვილს (ბუკტა-იანი) დაუპირისპირდა და 7:5, 6:3 სძლია, რისი წყალობითაც 130 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ნახევარფინალში ანა და ნინა ავსტრიელ კლემენშიცს და სლოვენიელ კლეპაჩს ეთამაშებიან, რომელთაც პირველი განთესვის მქონე უნგრელ ბაბოშს და პოლონელ როსოლსკას 7:5, 6:1 მოუგეს.

აქვე ვთქვათ, რომ ბუდაპეშტის ტურნირის ფინალში გასვლისთვის 200 ქულა გათვალისწინებული, ჩემპიონებს კი 280 ქულა ერგებათ.

0.113858