ჩოგბურთი

18:14 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი ანა ტატიშვილის და ამერიკელი ირინა ფალკონის დუეტმა კვებეკის “ჩელენჯ ბელის” (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ნახევარფინალში ითამაშა, რისი წყალობითაც 130 სარეიტინგო ქულა და 3200 დოლარი გამოიმუშავა.

ტატიშვილმა და ფალკონიმ პირველ რაუნდში მე-4 განთესვის მქონე კოლუმბიელ კასტანოს და ხორვატ ლუჩიჩ-ბარონის 7:6 (7:1), 6:4 სძლიეს, მეოთხედფინალში ამერიკელები – მუჰამადი და ვილი 6:1, 6:1 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი აშშ-ს ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონებს – ჰლავაჩკოვას და ჰრადეჩკას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა 6:3, 4:6, 7:10 წააგეს.

მომავალ კვირაში ჩინურ გუანჟოუსა და სამხრეთკორეულ სეულში ორი 500-ათასიანი ტურნირი შედგება, თუმცა ტატიშვილი არცერთ მათგანში არ ითამაშებს.

0.116472