ანა ტატიშვილმა წინა კვირას მაკონის 25-ათასიანი ტურნირი მოიგო, ამჯერად კი როკ ჰილის ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე ტურნირის ფინალში ითამაშა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც მე-5 ნომრად გახლდათ განთესილი, ნახევარფინალში ამერიკელი ეიჟა მუჰამადი 6:2, 6:3 დაამარცხა, გადამწყვეტ მატჩში კი პირველი რეიტინგის მქონე კოლუმბიელ მარიანა დუკუე-მარინოსთან 3:6, 4:6 წააგო. ტატიშვილმა როკ ჰილში 34 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.