ჩოგბურთი

15:13 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ფინალს მიღმა დარჩა

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ლას ვეგასის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა. ტატიშვილმა მე-6 ნომრად განთესილ ამერიკელ კოკო ვანდევეიგესთან 1:6, 3:6 წააგო და 32 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ამასობაში, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში სტარტი აიღო პრემიერ-კატეგორიის ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 5 185 625 დოლარია. წყვილთა ტურნირში ოქსანა კალაშნიკოვა სლოვაკ ჟანეტ ჰუსაროვასთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში რუსულ-ესპანურ დუეტს (დუშევინა-პარა სანტოია) გაეჯიბრება.

0.117206