ჩოგბურთი

16:31 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი და კალაშნიკოვა დაწინაურდნენ

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველმა ანა ტატიშვილმა მორიგი წინსვლა განიცადა და 348 ქულით 189-ედან 177-ე ადგილზე გადაინაცვლა.

სულ, კლასიფიკაციაში 6 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს: 177 (189). ანა ტატიშვილი – 348 ქულა; 230 (238). სოფო შაფათავა – 245; 272 (268). ოქსანა კალაშნიკოვა – 182; 512 (478). მაკა ჩახნაშვილი – 63; ეკატერინე გორგოძე – 592 (559). 45; 710 (644). სოფო ქვაცაბაია – 28;

ამჟამად, კალაშნიკოვა ჩინეთში იმყოფება და პეკინის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 5 185 625 დოლარი) წყვილთა გათამაშებაში ძალებს სლოვაკ ჟანეტ ჰუსაროვასთან ერთად სცდიდა. სამწუხაროდ, პირველივე წრეში ისინი რუს დუშევინასთან და ესპანელ პარა სანტოიასთან 2:6, 3:6 დამარცხდნენ.

სხვათა შორის, WTA-ს წყვილთა რეიტინგში ოქსანამ 51-ედან 47-ე პოზიციაზე გადაინაცვლა და ეს, ქართველი ჩოგბურთელისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. რაც შეეხება ტატიშვილს, მას წყვილებში კვლავ მე-80 საფეხური უკავია.

0.116143