ბასტადის ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების მეოთხედფინალში ქართველი ანა ტატიშვილი და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკი, რომელთაც მე-4 განთესვა გააჩნდათ, იტალიელ ფლავია პენეტას და რუმინელ ალექსანდრა დულგერუს გაეჯიბრნენ და საკმაოდ სანახაობრივ მატჩში 4:6, 7:6 (10:8), 6:10 დამარცხდნენ.
შვედური შეჯიბრის მე-2 რაუნდში გასვლის წყალობით, ტატიშვილმა და ბურიაჩოკმა 70 სარეიტინგო ქულა მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ანა ბასტადში ერთეულებშიც თამაშობდა და მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ ამერიკელ სერენა უილიამსთან 2:6, 3:6 წააგო.
მომავალი კვირისთვის, ანა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გადაინაცვლებს და საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც ასევე 235 ათასი დოლარია, ძირითადი ბადიდან ჩაებმება. ცნობისთვის, “
თურქეთში, სტამბულის 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მე-7 ნომრად განთესილ ფრანგ ენცო კუაკაუსთან 3:6, 4:6 დამარცხდა ალექსანდრე მეტრეველი.