ჩოგბურთი

23:57 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ცინცინატის ტურნირის ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) საკვალიფიკაციო ბადე წარმატებით დასძლია და 30 სარეიტინგო ქულა მიიღო.

ტატიშვილს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში კარგ ფორმაში იმყოფება, ძირითად ბადეში გასასვლელად ორი ეტაპის დაძლევა დასჭირდა. თავდაპირველად, ანამ მე-10 ნომრად განთესილი ჩინელი ჟი ჟენგი დაამარცხა – 5:7, 6:1, 6:2, შემდეგ კი ვეტერან იაპონელ კიმიკო დატე-კრუმსაც (მე-14 განთესვა) აჯობა - 6:3, 6:4.

ძირითად ბადეში ტატიშვილის მეტოქე  მე-16 ნომრად განთესილი რუსი მარია კირილენკო იქნება.

0.115964