ჩოგბურთი

0:18 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ბრისბენში ავსტრალიელს ეთამაშება

ბრისბენის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი მილიონი დოლარი) პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვას ეთამაშება. მომავალი მატჩი პირველ კორტზე შედგება და სტარტს თბილისის დროით 08:30 საათისთვის აიღებს.

თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა საწყისი ბარიერი დასძლია, მომდევნო წრეში პირველი განთესვის მქონე იაროსლავა შვედოვას (ყაზახეთი) და შტეფანი ვოგტს (ლიხტენშტაინი) შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, ძირითად ბადეში გასვლისთვის 3 მატჩის მოგებაა საჭირო, რისთვისაც ტატიშვილი 25 სარეიტინგო ქულას მიიღებს, საწყისი რაუნდის დაძლევა 13 ქულას იძლევა, კვალიფიკაციის ფინალში გასვლა კი – 18-ს.

0.113756