ჩოგბურთი

15:26 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ბაქოს ტურნირს გამოეთიშა, კალაშნიკოვას ნახევარფინალი ელის

ბაქოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და უკრაინელი ირინა ბურიაჩოკის დუეტი ჩეხი დების პლისკოვების ტანდემს გაეჯიბრება, რომელსაც მე-4 რეიტინგი გააჩნია.

შესაძლებელი გახლდათ, ნახევარფინალში ქართული დაპირისპირებაც გვეხილა, თუმცა, მეოთხედფინალში ჩეხებმა ქართველ ანა ტატიშვილს და სერბ ვესნა დოლონცს დაძაბულ ბრძოლაში 6:3, 3:6, 10:7 სძლიეს.

უკვე ცნობილია წყვილთა ტურნირის ერთი ფინალისტის ვინაობა. ეს ბერძენი ელენი დანილიდუს და სერბი ალეკსანდრა კრუნიჩის დუეტია, რომელმაც გზიდან მე-3 ნომრად განთესილი ავსტრიულ-სლოვენიური ტანდემი (კლემენშიცი-კლეპაჩი) ჩამოიცილა.

ცნობისთვის, “ბაქოს” თასის ნახევარფინალში გასვლის წყალობით, კალაშნიკოვამ და ბურიაჩოკმა 130 სარეიტინგო ქულა მიიღეს, ფინალისტობისთვის 200 ქულაა გათვალისწინებული, ჩემპიონები კი 280 ქულას მიიღებენ.

0.106597