ჩოგბურთი

13:03 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, რისთვისაც კვალიფიკაციაში 3 მატჩის მოგება დასჭირდა.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი რისა ოზაკი 6:7 (4:7), 7:5, 6:2 დაამარცხა. მატჩი დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა და ტატიშვილმა 17-დან 8 ბრეიკ პოინტი გამოიყენა. ანამ 1 ეისი მოაწოდა და მხოლოდ 2-2 ორმაგი და უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

“აუსტრალიან ოუფენის” ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, ტატიშვილმა ჯამში 50 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. უკვე ცნობილია, რომ ანას მომდევნო მეტოქე პუერტო რიკოელი მონიკა პუიგი იქნება, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 57-ე ადგილი უკავია. თავად ანა მსოფლიოს 126-ე ჩოგანია.

0.115692