ჩოგბურთი

16:33 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ასეულში დაბრუნებას კანადიდან ეცდება

ქალთა შორის საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ისევ მოწინავე ასეულს მიღმა აღმოჩნდა. ანას აქტივში 624 ქულაა და მან 94-ედან 112-ე ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ტატიშვილი კანადის ქალაქ ტორონტოში იმყოფება და პრესტიჟული “როჯერს ქაფის” (საპრიზო ფონდი 2 369 000 დოლარი) ძირითად ბადეში გააღწია, სადაც ხვალ მე-15 ნომრად განთესილ სერბ ელენა იანკოვიჩს ეთამაშება.

სულ WTA-ს კლასიფიკაციაში 7 ქართველი ჩოგბურთელია: 112 (94). ანა ტატიშვილი – 624 ქულა; 272 (288). სოფო შაფათავა – 179; 295 (298). ოქსანა კალაშნიკოვა – 160; 435 (435). მაკა ჩახნაშვილი – 83; 475 (486). ეკატერინე გორგოძე – 71; 551 (575). სოფო ქვაცაბაია – 52; 991 (864). ნათია გეგია – 10;

ქართველ ჩოგბურთელებს უკეთ აქვთ საქმე წყვილთა რეიტინგში, სადაც პირველ ასეულში 2 მათგანი – ოქსანა კალაშნიკოვა და ანა ტატიშვილი იმყოფება. კალაშნიკოვა 1500 ქულით სულაც 58-ეა, ხოლო ტატიშვილს 970 ქულით 93-ე პოზიცია უკავია.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, კალაშნიკოვა ასევე ტორონტოში გახლავთ და თუკი ერთეულთა ტურნირს უკვე გამოეთიშა, “როჯერს ქაფის” წყვილთა შეჯიბრში პირველი შეხვედრა ჯერაც წინ აქვს.

საწყის რაუნდში ოქსანა და პოლონელი ალისია როსოლსკა “უაილდ ქარდის” მქონე კანადელი ეუჟენი ბუშარის და ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსის დუეტს ეთამაშებიან.

0.102214