როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი აშშ-ში რჩება და ხვალიდან ნიუ ბრაუნფელსის ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.
წილისყრის შედეგად, მე-6 ნომრად განთესილ ქართველ ჩოგბურთელს პირველ წრეში მეტოქედ ამერიკელი ჟაკლინ ჩაკო ერგო, რომელიც ტურნირზე “უაილდ ქარდით” გახლავთ მიწვეული.
მოსალოდნელია, რომ ტატიშვილს საწყისი ბარიერის დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს და დიდი სირთულეები არც მერვედფინალში
ანასთვის პირველი სერიოზული მეტოქე მე-3 ნომრად მიჩნეული ამერიკელი კოკო ვანდევეიგე უნდა იყოს, რომელსაც საწყის წრეებში ასევე ნაკლებადცნობილი მოწინააღმდეგეები ჰყავს და მეოთხედფინალამდე მისვლა არ უნდა გაუჭირდეს.
ცნობისთვის, წყვილთა ტურნირში ტატიშვილი და ვანდევეიგე ერთად ითამაშებენ და თანაც, მათ პირველი განთესვა აქვთ მინიჭებული. საწყის რაუნდში ანა და კოკო ამერიკელებს – ტამიჯეან ფუმაგალის და ვიქტორია იუს გაეჯიბრებიან.