ჩოგბურთი

15:28 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ალბუკერკში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელმაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში 227-ე ადგილზე გადაინაცვლა, მიმდინარე კვირაში ძალებს ალბუკერკის 75-ათასიან ტურნირზე მოსინჯავს.

პირველ რაუნდში ანას მეტოქე ამერიკელი მარია სანჩესი იქნება, რომელიც ტურნირზე “უაილდ ქარდით” გახლავთ მიწვეული და მე-4 ნომრადაა განთესილი. წყვილთა ტურნირში ტატიშვილს და ამერიკელ ირინა ფალკონის პირველი რეიტინგი გააჩნიათ და ამერიკელებს – ჰსუს და მელიჩარს გაეჯიბრებიან.

გრძელდება 25-ათასიანი ტურნირი, რომელსაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი მასპინძლობს. წყვილთა შეჯიბრში მაკა ჩახნაშვილმა და სოფო ქვაცაბაიამ რუს ლაზარევას და ბრაზილიელ პიგოსის 6:4, 7:6 (7:4) მოუგეს და მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძეს და სოფო შაფათავას ეთამაშებიან, რომელთაც მე-4 განთესვის მქონე რუსებს (ხრომაჩევა-იაშინა) 6:3, 6:4 სძლიეს.

მარიამ ბოლქვაძე და რუსი ამინა ანშბა უკრაინელ ფომინასთან და გერმანელ შაკოვეცთან 2:6, 2:6 დამარცხდნენ, ბაბილინა მაჩაიძეს და თამარ ჭალაგანიძეს კი პირველი რაუნდის მატჩი, რომელშიც მათი მეტოქეები მე-3 განთესვის მქონე იაპონელები – ეგუჩი და ომაე იქნებიან, ჯერაც ჩასატარებელი აქვთ.

ერთეულთა ტურნირში 4 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. მე-6 ნომრად განთესილი შაფათავა გერმანელ შაკოვეცს გაეჯიბრება, ჩახნაშვილის მეტოქე ასევე გერმანელი ზაია იქნება, ქვაცაბაია მე-5 ნომრად განთესილ ბელარუს ილონა კრემენს დაუპირისპირდება, ხოლო გორგოძე ძალებს რუს მარგარიტა ლაზარევასთან მოსინჯავს.

0.112632