ჩოგბურთი

1:50 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ალბუკერკის ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი აშშ-ში, კერძოდ კი, ალბუკერკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 75 ათასი დოლარია, წინ მიიწევს.

2013 COLEMAN VISION TENNIS CHAMPIONSHIPS-ის მე-2 რაუნდში ტატიშვილმა ავსტრიელ ტამირა პაშეკს 7:5, 6:2 სძლია და მეოოთხედფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე გერმანელი კრისტიან ბარუა იქნება. ამ უკანასკნელმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო, მერვედფინალში კი კანადელ სტეფანი დუბუას 6:4, 6:2 მოუგო.

წყვილთა ტურნირში ტატიშვილის და ამერიკელი ირინა ფალკონის პირველ ნომრად განთესილმა დუეტმა ამერიკელებს – ჰსუს და მელიჩარს 7:5, 7:6 (7:5) აჯობა და მეოთხედფინალში ბრაზილიურ-სლოვაკურ ტანდემს (ალვეში-ვიენეროვა) გაეჯიბრება.

0.123196