ჩოგბურთი

15:20 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი 22 ადგილით დაწინაურდა

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ამერიკულ ტურნირებზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს, რაც მის რეიტინგზეც შესაბამისად აისახება. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ კლასიფიკაციაში ანა 22 ადგილით დაწინაურდა და 499 ქულით 147-ედან 125-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, აღნიშნულ რეიტინგში ტატიშვილს ფლორენსის 25-ათასიანი ტურნირის მოგებისთვის კუთვნილი 50 ქულა შეემატა, მომავალ კვირაში კი ნიუ ბრაუნფელსში გამარჯვებისთვის 70 ქულასაც მიიღებს და მოწინავე ასეულს კიდევ უფრო მიუახლოვდება.

ტატიშვილს მომდევნო ტურნირი ისევ შტატებში ელის. კაპტივა აილენდის 50-ათასიან პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი სავარაუდოდ მე-8 ნომრად იქნება განთესილი.

საფრანგეთის ქალაქ ეკუედრევილში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა მაკა ჩახნაშვილი. საკვალიფიკაციო ბადეში მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მასპინძელი ვალენტინ ბაჩერი 6:2, 6:3 დაამარცხა, შემდეგ კი ჩეხ ნიკოლა ფრანკოვასთან 3:6, 2:6 წააგო.

ანტალიის 10-ათასიან ტურნირში ძალებს 2 ქართველი ჩოგბურთელი მოსინჯავს. ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თამაშს ძირითად ბადეში დაიწყებენ.

125 (147). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 224 (229). სოფო შაფათავა – 262; 281 (278). ოქსანა კალაშნიკოვა – 182; 464 (482). მაკა ჩახნაშვილი – 74; 523 (560). ეკატერინე გორგოძე – 61; 727 (724). სოფო ქვაცაბაია – 28; 1195 (1195). თამარ ჭალაგანიძე – 3; 1203 (1206). მარიამ ბოლქვაძე – 3;

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.116284