ჩოგბურთი

1:27 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი 100-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალშია

მიდლენდის ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) მერვედფინალში ანა ტატიშვილი ბრიტანელ ჰიზერ უოტსონთან კი დამარცხდა, თუმცა, წყვილებში მას ჩინებულად შეეწყო და უკვე ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

DOW CORNING TENNIS CLASSIC-ის მეოთხედფინალში ტატიშვილის და უოტსონის მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ლატვიელი ლიგა დეკმეიერეს და ჩეხი ნიკოლა ფრანკოვას წყვილს დაუპირისპირდა და 6:2, 5:7, 10:6 იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ანას და ჰიზერს ფინალში გასვლის ჩინებული შანსი აქვთ, რადგანაც მომავალ მატჩში ნაკლებად ცნობილ ამერიკელებს – ნიკოლ მელიჩარს და ნატალი პლუსკოტას გაეჯიბრებიან.

ცნობისთვის, ქართველმა და ამერიკელმა ჩოგბურთელებმა მიდლენდში უკვე გამოიმუშავეს 50-50 სარეიტინგო ქულა, ნახევარფინალისტებისთვის 85-85 ქულაა გათვალისწინებული, ჩემპიონები კი 140-140 ქულას მიიღებენ.

0.114874