თამაშგარე

10:41 | 18.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიანა გოლოვინმა ”ფლეიბოის” უგანა

საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რუსი ჩოგბურთელი გოგონა, ტატიანა გოლოვინი, იმ გამონაკლის რუს ჩოგბურთელთა შორის აღმოჩნდა, ვინც ჟურნალ ”ფლეიბოის” თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობაზე უარი სტკიცა. ალბათ ხვდებით, რომ ტატიანას უარი მისი კდემამოსილებით არ იყო განპირობებული.
ტატიანა გოლოვინს აქამდე არაერთხელ გაუხდია ფოტოკამერების წინ და მისთვის აზღუდის საჯაროდ შემოძარცვა ისეთივე უბრალო რამაა, როგორც მაგალითად, დილით რიაზანული ბლინების მირთმევა. საქმე იმაშია, რომ ტატიანას ”ფლეიბიოს” ფინანსური შეთავაზება არ მოეწონა და განაცხადა, რომ მისთვის ჟურნალის პოპულარულობაზე მეტად მნიშვნელოვანი, ჟურნალის მიერ გადახდილი თანხაა.
ალბათ იცით, რომ ჟურნალი ”ფლეიბოი” მსუბუქი ეროტიკის ჟანრის პატივისმცემელია და ამ ჟურნალის დამაარსებლის, ჰიუ ჰეფნერის კონცეფციის მიხედვით, ბოლომდე გაშიშვლებული და ყველაფრის ”ალალად” გამომჩენი ქალი, ნაკლებად საინტერესოა. ამ დროს კი, ტატიანა გოლოვინმა, შარშან ერთ-ერთი სექს-ჟურნალისათვის ისეთი ფოტოები გადაიღო, მათ დანახვაზე ავადსახსენებელ ჯალალ-ედ-დინსაც კი ვნება აღეძვრებოდა.  
 

0.131622