ფეხბურთი

14:09 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატანაშვილი და გაბედავა “ჩიხურაში”

ახალი სეზონის დაწყებამდე, საჩხერის “ჩიხურამ” თავდამსხმელები, დიმიტრი ტატანაშვილი და გიორგი გაბედავა დაიმატა. ამის შესახებ საჩხერული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.

განვლილი სეზონი, ტატანაშვილმა რუსთავის “მეტალურგში ჩაატარა, ხოლო გიორგი გაბედავამ - “ზუგდიდში”. ორივე გუნდს უკვე შეუერთდა და ივარჯიშეს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურამ” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ლუქსემბურგის “ვადუცი” გამოთიშა, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის “თუნს” ვერ აჯობა.


0.118159