ძიუდო

19:04 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატალაშვილი და რეხვიაშვილი წინ მიიწევენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ) ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ.

ტატალაშვილმა ჩილელი ტომას ბრინგასის იპონით ძლევის შემდეგ, უნგრელ ატილა უნგვარს ასევე საფინალო სირენამდე, ოთხი გაფრთხილების შედეგად მოუმთავრა საქმე.

რეხვიაშვილი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და დომინიკელ ფაუსტო ბივიეკას სამ წუთში ორი ვაზარი შეუსრულა.

მეთექვსმეტედფინალში ნუგზარ ტატალაშვილი ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს დაეჭიდება. ზებედა რეხვიაშვილის მეტოქე კი რუსეთის ნაკრების წევრი მურატ კოძოკოვი იქნება.

 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114323